logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: საქართველოში ასეთი თავისუფალი საარჩევნო გარემო არ მახსენდება
- +

22 სექტემბერი. 2016. 18:19


 

„სხვაგვარად ვერც აღნიშნავდნენ ელჩები, იმიტომ რომ საქართველოში ნამდვილად ძალიან კარგი საარჩევნო გარემოა",- ამ სიტყვებით ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო სამაგალითოა.


როგორც ძაბირაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, საქართველოში მსგავსი თავისუფალი საარჩევნო გარემო ჯერ არ ახსენდება.


„საქართველოში ასეთი თავისუფალი საარჩევნო გარემო არ მახსენდება. შესაბამისად, ადამიანს თუ სინდის-ნამუსი ოდნავ მაინც გააჩნია, ვერ იტყვის, რომ ხელისუფლება რაიმე ზეწოლას ახორციელებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე ან საარჩევნო გარემოზე. ყველა კანდიდატს თავისუფლად შეუძლია ამომრჩეველთან შეხვედრა, ტელევიზიაში დებატებში მონაწილეობა და ა.შ.",- განაცხადა ძაბირაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner