logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: „ქართული დასი“ ემხრობა იმ კონცეფციას, რომელზეც „მშვიდობის მემორანდუმია“ აგებული
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 სექტემბერი. 2016. 18:33



„ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რეპორტიორთან" „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ „მშვიდობის მემორანდუმზე" ისაუბრა. როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, აღნიშნულ მემორანდუმს მხარს უჭერს.



„ქართულ დასთან" კონსულტაციები არავის ჰქონია, მაგრამ იდეას, რომ კონტრაქციები არ ჩატარდეს და პარტიებმა ხელი ერთმანეთს არ შეუშალონ, ამ აზრს ვიზიარებთ. ჩვენ  ვემხრობით იმ კონცეფციას, რომელზეც „მშვიდობის მემორანდუმია" აგებული.

 

თუ ჩვენ მივიღებთ შემოთავაზებას და მემორანდუმის ტექსტს გადმოგვიგზავნიან, გადავხედავთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ. 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner