logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი ლევან იზორიას: სასიამოვნო იყო თქვენი გეგმებისა და მიზნების მოსმენა
- +

22 სექტემბერი. 2016. 19:51



16 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ NATO-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წერილი მიიღო. იენს სტოლტენბერგი პოზიტიურად აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიასთან შეხვედრას და საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირების კუთხით მინისტრის მიერ დასახულ გეგმებს. ნატოს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს, ალიანსის წარმომადგენლების ვიზიტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზეც წერს.

 

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში.

 

სასიამოვნო იყო თქვენი გეგმებისა და მიზნების მოსმენა, რაც, მჯერა, რომ ჩვენს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი დასაწყისია როგორც საქართველოში, ისევე ნატოს შტაბბინაში. ქართველმა სამხედროებმა ბევრჯერ დაამტკიცეს მამაცობა, პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ერთობლივ მისიაში ავღანეთში.

 

ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ვიზიტის ამ ნაწილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ მაღალი შეფასება მიიღო.

 

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაზე დიალოგს და საქართველოს წვლილს რეგიონულ უსაფრთხოებაში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

 

მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას", - ნათქვამია NATO-ს გენარალური მდივნის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner