logo_geo
eng_logo
გოგი ქავთარაძე: ქვეყანამ დიდი პატრიოტი დაკარგა
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 სექტემბერი. 2016. 22:02



პარლამენტარმა გოგი ქავთარაძემ მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" ხელოვანის მოღვაწეობა გაიხსენა. ქავთარაძის თქმით, საქართველომ დიდი პატრიოტი დაკარგა.

 

„დიდი პატრიოტი... ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კაცი გარდაიცვალა, რომელიც  უკვდავი უნდა იყოს. მინდა, ყველას მივუსამძიმრო მისი გარდაცვალება", - აღნიშნა ქავთარაძემ.

 

დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner