ავტორი ანა ფერაძე
„პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ „რეპორტიორთან" მერაბ ბერძენიშვილის მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ ბერძენიშვილი დიდი პატრიოტი იყო.
„მერაბ ბერძენიშვილი პიონერთა სასახლის აღზრდილი იყო, რითიც ძალიან ამაყობდა. ბოლო 15 წელი რასაც ის აკეთებდა, მთხოვდა ხოლმე, რომ გადამეღო და მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან საინტერესო კაცი და დიდი პატრიოტი იყო", - აღნიშნა ჩიგოგიძემ.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.