logo_geo
eng_logo
მერაბ ჭიქაშვილი: სააკაშვილი აჭარის მხარედან გეგმავს პროვოკაციების მოწყობას
- +

22 სექტემბერი. 2016. 23:08



„პატრიოტთა ალიანსის" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი აჭარიდან პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.


მაჟორიტარობის კანდიდატმა „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციოანალური მოძრაობის" მხირდან დაგეგმილია პროვოკაციები.


„ყველას კარგად ახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა" როგორ უპირისპირდებოდა მშვიდობიან მოსახლეობას. „ნაციოანლებისა" და მიხეილ სააკაშვილის თავში ყველა იდეა, ზიზღითა და ბოღმით არის განპირობებული. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მიუთითებდა ხალხს, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი ფეხებზე ჰკიდია. სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და გახდა სხვა ქვეყნის ოლქის გუბერნატორი. კარგად გვახსოვს, წინა არჩევნებზე სარფში მოცუცქდა სადაც ჩაის მიირთმევდა და თავისიანებს იქიდან მოუწოდებდა. ახლაც იგივეს აპირებს. ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მე და ირმა ინაშვილმა პრესკონფერენცია გავმართეთ. ეს ინფორმაცია, არ გვაქვს მხოლოდ შიგნიდან, ჩვენ 9 წლის განმავლობაში მიშა სააკაშვილის მარტო აქ არ ვებრძოდით. პირადად მე დავით თარხან მოურავთან და ირმა ინაშვილთან ერთად გერმანიაში, ბრიუსელში, სტრასბურგში, საფრანგეთში - ყველგან. ვინმეს რომ არ გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ გადავიდა დავით თარხან-მოურავი აჭარის უზენაესი საბჭოს სიაში, გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი აჭარის მხარედან გეგმავს პროვოკაციების მოწყობას. იქიდან უნდა პროვოცირების მოაწყობა. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გარკვეულ ზომებს მიიღებს", - აცხადებს ჭიქაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner