logo_geo
eng_logo
ელდარ შენგელაია: მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 სექტემბერი. 2016. 23:20



რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ „რეპორტიორთან" მერაბ ბერძენიშვილის მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.


„მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ძალიან  ბრძენი და მეგობრული კაცი იყო.  მინდა აღვნიშნო, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაუბრუნდეს იმ ადგილს, სადაც თავიდან იყო", - აღნიშნა შენგელაიამ.


დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner