logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: მერაბ ბერძენიშვილი გამორჩეული ადამიანი იყო
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 სექტემბერი. 2016. 01:36



ისტორიკოსმა როინ მეტრეველმა „რეპორტიორთან" მერაბ ბერძენიშვილის მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მერაბ ბერძენიშვილი უდიდესი ხელოვანი იყო.

 

„მერაბ ბერძენიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით, თავისი შემოქმედებით გამორჩეული ადამიანი და უდიდესი მოქანდაკე იყო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა მეტრეველმა.

 

დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენილშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner