„როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „რაც მეტი დაკავებული, მით მეტი პრემია"- ეს იყო წინა ხელისუფლების სახე", - ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე პროკურატურის მიერ 26 მაისის მოვლენების ამ დრომდე უცნობი კადრების გავრცელებას.
როგორც ლორთქიფანიძემ „მარშალპრესში" გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა დანაშაული ბოლომდე იქნება გამოძიებული, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ხდებოდა.
„რაც მეტი დაკავებული, მით მეტი პრემია"- ეს იყო წინა ხელისუფლების სახე, რომელებმაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, რაც დამართეს, უმძიმესი დღეები გადაატანინეს ქართველ ხალხს. მოსახლეობას შანტაჟისა და შიშის ქვეშ ამყოფებდნენ. პროკურატურა, ამ საქმეს სწავლობდა, იძიებდა და როგორც თავად აკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, მათ მხოლოდ 16 სექტემბერს მიიღეს ოფიცილაურად ფირის ავთენტურობის დასტური, ექსპერტიზის დასკვნა. აქედან გამომდინარე, გააკეთეს გუშინდელი განმარტებები ამ საქმეზე. ვფიქრობ, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, ეს საკითხები ბევრად ადრე ყოფილიყო საზოგადეობისთვის სამსაჯვროზე გამოტანილი, მაგრამ როგორც იტყვიან, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". რადგან ერთხელ და სამუდამოდ თუნდაც გვიან, საზოგადოებას უნდა გასცენ ყველა კითხვაზე პასუხი, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული და როგორ რეჟიმთან გვქონდა საქმე", - აცხადებს ლორთქიფანი