საქართველოს რკინიგზას მსოფლიოში ცნობილი გადაცემა Extreme Railway Rourneys-ის გადამღები ჯგუფი და მისი წამყვანი კრის ტარანტი ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას, „საქართველოს რკინიგზა" facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. რეპორტაჟი საქარველოს რკინიგზის ისტორიას და სატვირთო გადაზიდვებს შეეხება. უახლოეს პერიოდში ფილმი ნაჩვენები იქნება ერთ-ერთ წამყვან ბრიტანულ ტელეარხ Channel 5-ზე.
ქართველ მაყურებელს უახლოეს პერიოდში ექნება ფილმის ექსკლუზიურად ნახვის საშუალება სოციალურ ქსელში, „საქართველოს რკინიგზის" გვერდზე.
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=23617