ავტორი ანა ფერაძე
მოცეკვავე ფრიოდონ სულაბერიძემ მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" მის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვანი მთელ მსოფლიოს დააკლდა.
„მსოფლიოს დააკლდა დიდი ხელოვანი. არაჩვეულებრივი ადამიანი, დიდი ქართველი, საოცარი პიროვნება, რომელმაც ყველა თვალცრემლიანი დაგვტოვა", - აღნიშნა სულაბერიძემ.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.