logo_geo
eng_logo
ფრიდონ სულაბერიძე: მერაბ ბერძენიშვილი მთელ მსოფლიოს დააკლდა
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 სექტემბერი. 2016. 02:27



მოცეკვავე ფრიოდონ სულაბერიძემ მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" მის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვანი მთელ მსოფლიოს დააკლდა.


„მსოფლიოს დააკლდა დიდი ხელოვანი. არაჩვეულებრივი ადამიანი, დიდი ქართველი, საოცარი პიროვნება, რომელმაც ყველა თვალცრემლიანი დაგვტოვა", - აღნიშნა სულაბერიძემ. 

 

 

დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner