logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი მერაბ ბერძენიშვილზე: საოცარია, როგორ გაძლო... რა აღარ გაუკეთეს, რა აღარ ჩაიდინეს...
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 სექტემბერი. 2016. 02:29


 

„მერაბ ბერძენიშვილი გენიალური პიროვნება იყო. საოცარია, როგორ გაძლო... რა აღარ გაუკეთეს, რა აღარ ჩაიდინეს..." - ამის შესახებ პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.

 

„როგორ დაუნგრიეს ქუთაისში მემორიალი, იქ, სადაც უფალი და ფერიები იყო გამოკვეთილი. როცა დავით აღნაშენებლის ძეგლი გადაიტანეს, მერაბს არც კი დაურეკეს და იმ ადგილზე ველოსიპედი დადგეს, რადგან მიხეილ სააკაშვილს ასე უნდოდა... ქვეყანა, რომელმაც არ იცის გენიალური შემოქმედის ფასი, ის ქვეყანა არ არის..." - აღნიშნა ჯანსუღ ჩარკვიანმა.


დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner