logo_geo
eng_logo
იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილს: ამაზე რაღას იტყვი გვარამიას ძმაკაცო?
- +

23 სექტემბერი. 2016. 02:38



პარტია "მემარცხენე ალიანსი"-ს ერთ-ერთი ლიდერი იოსებ შატბერაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს მევახშეობაში ადანაშაულებს და მის შესახებ წერს.


„.....რა ვიცი რომ ვთქვით მევახშეაო მთელი რისხვის კასკადი წამოვიდა ჩვენზე! ესაო, ისაო სხვა შალვაა ისიც ამბროსის ძეაო, ისიც ნათელაშვილიო...ისიც ბაზალეთის მკვიდრიაო...!!!???, ისაა მევახშე მე არაო! ბელაც, ეს ის ბელა არ არის სხვა ბელააო, ისიც ალანიაო, ისიც სენაკის მკვიდრიო...ისაა მევახშე ჩემი მეუღლე კი არაო!

პაატასგან განსხვავებით "არათბილისურად" უჩივლე კახა ძაგანიას პროკურატურაში, ეს რა მაკადრე, სად მე და სად ფულის გავახშებაო!.........

გულის ფანცქალით ელოდებოდა "ბელას მდედრიონი" კახას დაპატიმრებას, ცხვარიც დაკლეს ჩამოკიდეს, გაატყავეს, იზეიმეს, ნაბახუსევზე ტაშ-ფანდურიც შემოსცხეს, გვიანობამდე ისმოდა ჟივილ-ხივილი იმღამ "ვიკონტ დე ნათელაშვილ-ალანიას" ბაზალეთურ სასახლეში... უსაფრთხოებას რა თქმა უნდა "წვერგაპარსული ცრუ-მამაო-რამაზ ნათელაშვილი" იცავდა...(ოღონდ ნაადრევად) და უცებ!

....ჩაუვარდათ კოვზი მწვადის შესაწვავად დანთებულ ნაცარში!!!

ამაზე რაღას იტყვი გვარამიას ძმაკაცო? პროცენტები "მოგიტეხიათ" კაცისთვის! ესეც ჩვენა ვართ? წადი ეხლა და იჩივლე პროკურატურაში, სხვა არაფერი გეხერხება ჩივილის მეტი! P.s. ცნობისათვის: ასეთი "გადაგდებულები" კიდე ბევრი გყავს, იცი შენ ვინც, ლამის მთელი სოფელი! მათ სახელებსაც მალე შეიტყობს საზოგადოება და ვშიშობ იმ კურდღლის ბედი არ გაგიხდეს სანატრელი მე რომ გავუშვი ბაზალეთის ტყეში..",- წერს შატბერაშვილი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner