logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აუცილებელია, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა
- +

23 სექტემბერი. 2016. 12:56



„სტუდენტები თვითმმართველობებისათვის" - ორგანიზაცია „მოქალაქის" პროექტია, რომელსაც „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ახორციელებს. კონფერენციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რადგან ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

 

„მოგეხსენებათ, რომ დღეს არის კონფერენცია „სტუდენტები თვითმმართველობისთვის". პირადად მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს „გახდი მოქალაქე". ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელიწადია, ეს პროექტი მიმდინარეობს და გაგრძელდება, რადგან ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ სწორედ სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა, რათა ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner