logo_geo
eng_logo
„რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მან საერთაშორისო სამართალი დაარღვია, იგივე განმეორდა უკრაინაში, თუმცა გაერო-მ ეფექტური რეაგირება ვერ შეძლო“
- +

23 სექტემბერი. 2016. 12:57



ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მან საერთაშორისო სამართალი დაარღვია, მოგვიანებით იგივე გამეორდა უკრაინაში, თუმცა გაერო-მ ეფექტური რეაგირება მაინც ვერ შეძლო.



ნათელია, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, ჩვენ ამის გამეორება უკრაინაში ვნახეთ. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საზღვრები ევროპაში ძალის გამოყენებით შეიცვალა. გაერო- წესდება უხეშად დაირღვა, თუმცა გაერო- ეფექტურად რეაგირება ვერ შეძლო. უკრაინაში რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება. უკრაინის და საქართველოს ტერიტორიები უცხოელი სამხედროების მიერ კვლავ რჩება ოკუპირებული, მაშინ როცა მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში გაყინულ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.



ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა არსებული კონფლიქტის და კრიზისის აღკვეთა შეუძლებელია, მაგრამ შედეგების შერბილება შესაძლებელი იქნებოდა, გაერო-ს საჭირო მექანიზმები და ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner