საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ოფიციალურად დახურეს პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს ბოლო 28 თვის განმავლობაში ეხმარებოდა.
2014 წლის ივნისიდან წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა აქტიურად ითანამშრომლეს სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან, რათა გაძლიერებულიყო სამინისტროს შესაძლებლობები დევნილთა სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების კუთხით.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ ,,დევნილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარების პროექტის" საშუალებით სამინისტროსათვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები:
პროექტის დახურვისადმი მიძღვნილ შეხვედრას დევნილთა და სხვა დარგობრივი სამინისტროების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.