ცესკო-ს თავჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ცესკო-ში არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია მოხდება.
„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, არის ის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას, გადაღების 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.