logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი არის კარგი სათადარიგო მოთამაშე, რომელიც პოლიტიკიდან კაცურად წავიდა
- +

23 სექტემბერი. 2016. 15:13



„ირაკლი არის კარგი სათადარიგო მოთამაშე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგად მოვიდა, კაცურად წავიდა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ირაკლი ღარიბაშვილზე განაცხადა. მისი თქმით, როცა საჭიროება იქნება, ირაკლი მზად არის, დაბრუნდეს პოლიტიკაში.


„ახლაც ისევე ვმეგობრობ ღარიბაშვილთან, როგორც ადრე, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ, არც მაშინ მერიდებოდა ამის თქმა და არც ახლა, კახელი ვაჟკაცია, კახურად პირდაპირია და მართალი კაცია, ირაკლის მზაობა ჰქონდა, თუ საჭიროება იქნებოდა, პოლიტიკაში ჩართულიყო, მე მასთან მაქვს აქტიური ურთიერთობა დღესაც, ხშირად ვერ ვხვდებით, საუბედუროდ, მაგრამ სატელეფონო საუბრები გვაქვს, ჩვენი მეუღლეები საუბრობენ ერთმანეთში. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი არის კარგი სათადარიგო მოთამაშე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგად მოვიდა, კაცურად წავიდა, გაიმეორა კარგ დროს ის, რაც მე გავაკეთე და მე მიმაჩნია, რომ ისტორიაში პრეცედენტი არ ყოფილა ჩემამდე, მოვედი, გავიმარჯვე და წავედი, ირაკლი გამოვიდა, თქვა, რომ სხვებმაც ეცადნონ და გააკეთონ და ის, რომ ღარიბი პოლიტიკური სპექტრია. ჩვენთან მწირია სათადარიგოთა სკამი, აბა ნახეთ, პოლიტიკოსებზე რამდენზე გაგიჩერდებათ თვალი, ვინც ამაყობს, რომ 10-15 წელია პოლიტიკაშია. ირაკლი, აი, ასე წავიდა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უნდა მისი ნახვა პოლიტიკაში, როცა დადგება საჭიროება, ირაკლის არაფერი არ შეუშლის ხელს, მას ეს მზაობა სულ აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner