logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: 80-ზე მეტი ჯალათია პასუხისგებაში მიცემული
- +

23 სექტემბერი. 2016. 15:30



„ქართული ოცნების" ახალმა სახემ სოფო კილაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგენილია.



ვწუხვარ ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც წინა რეჟიმმა განახორციელა საქართველოში. ძალიან ბევრ ოჯახს დაატყდა ტრაგედია თავზე - სანდრო გირგვლიანი, სულხან მოლაშვილი არიან მაგალითები იმ ჯალათობრივი რეჟიმისა. თუმცა, ვიტყოდი ერთ რამეს - სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგენილია. სახელმწიფოში დღეს აღარ მოქმედებს ჯალათობრივი რეჟიმი, ის მანქანა, რომელიც სასტიკად უსწორდება ხალხს. დაცულია ადამიანის უფლებები. ხარვეზები არსებობს, რა თქმა უნდა, ხარვეზები არსებობს ყველა სახელმწიფოში. ამასთან, ძალიან ბევრი, წინა სისტემის წარმომადგენელი მიცემულია პასუხისგებაში - ექს-პრეზიდენტი და ექს იუსტიციის მინისტრი გაქცეულია ქვეყნიდან. ბაჩო ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა და სხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან სასჯელს. ამასთან, 80-ზე მეტი ჯალათია პასუხისგებაში მიცემული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. იმდენად სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე, რომ თითოეული შემთხვევის გამოძიება ჯერ ვერ მოხდა. მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც აირჩი გრძელი გზა, ეს არის კანონის უზენაესობის გზა", - განაცხადა სოფო კილაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner