logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არა მგონია, კარგი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელი იყოს, როცა პირად მეილებს აფრიალებ პირდაპირ ეთერში
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:11


„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.


ეკა ბესელიას არ მიაჩნია კარგ ფორმად პირადი მიმოწერის გასაჯაროება.


ვისაც მიაჩნია, აფრიალოს და შემდეგ შეამოწმოს, ეს ფრიალი მოსწონს თუ არა ამომრჩეველს. საბოლოოდ მაინც არჩევნები გადაწყვეტს, ვინ უფრო გონიერია, ვინ უფრო მეტად ევროპულია, ვინ უფრო მეტად იცავს ფასეულობებს და ამ ყველაფერს ჩვენ უკვე 9 ოქტომბერს გავაანალიზებთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.



მისივე თქმით, კონკრეტულად რას ითხოვდა დავით უსუფაშვილი ამ წერილში, მისთვის უცნობია.


როგორც წესი,რას ითხოვდნენ, რა უნდოდათ, თანამდებობა იგულისხმებოდა თუ სხვა რამ, ამაზე ისინი არ საუბრობდნენ ჩვენთან ერთად. როგორც ჩანს, ეს იყო პრივატული საუბრები, შეიძლება, ეს იყო მიწერ-მოწერის ფორმით, შეიძლება ეს იყო პირადი შეხვედრების დროს, მაგრამ რა იყო, კონკრეტული დეტალები ფართო განსჯის და განხილვის საგანი არ გამხდარა არასდროს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner