ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" შეიკრიბებიან და სულხან მოლაშვილს გაიხსენებენ.
„ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ 1 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში" გავიხსენებთ სულხან მოლაშვილს და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მის მიმართ გამოყენებულ არაადამიანურ მეთოდებს. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები იმდენ სიბინძურეს და ალბათ პროვოკაციებს გეგმავენ, ძნელია იყო მოდუნებული. საჭიროა, შევიკრიბოთ პეტიციაზე ხელის მომწერები, ინიციატორები და დავგმოთ ის სისასტიკე, რამაც სულხან მოლაშვილი შეიწირა", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.