logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რესპუბლიკურ პარტიას კარგად არა აქვს გააზრებული, რას ჰქვია სახელმწიფო ინტერესები
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:42



„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი დავით უსუფაშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, უსუფაშვილის წერილში ბევრი ცდომილებაა, თუმცა ამასთან დაკავშირებით პოზიციის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.



მეწერილის შინაარს არ ვეთანხმები. მისი მიზანი არის ყურადღების მიქცევა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოზიციებთან დაკავშირებით - ერთი მხრივ, პოზიცია ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, მას რესპუბლიკელები" პასუხობენ. ეს რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელია. სხვა საკითხია ზნეობა. ეს პოლიტიკას არ უკავშირდება და ამაზე მერე ვიმსჯელებთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



მისივე განცხადებით, დავით უსუფაშვილის სურვილი თემატური უმრავლესობის ჩამოყალიბება იყო, რომლის ფარგლებში რიგ საკითხზე მოხდებოდა შეთანხმება, ხოლო ზოგიერთ საკითხზე - ვერა.


 რესპუბლიკურ პარტიას კარგად არა აქვს გააზრებული, თუ რას ჰქვია სახელმწიფო ინტერესები და როგორი მნიშვნელობა აქვს ერთობას. ძალიან ბევრ დაპირისპირების მცდელობას ჰქონდა ადგილი. იქ ვიღაც თავს ვერ იკავებდა, აკეთებდნენ უხეშ განცხადებებს, მაგრამ შესაძლო არაჯანსაღ განხეთქილებას კარგად მოვერიეთ და ერთად სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ. რესპუბლიკური პარტიის წარმოჩენის მცდელობა, ამპარტავნული განცხადებები, რომ მმართველი რესურსის მქონენი ისინი არიან და ასე შემდეგ, ეს საზოგადეობამ კარად იცის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner