მარნეულის №36 ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თამაზ ნავერიანი ქვემო სარალის, ახლო-მახმუდლოს, იმირისა და შულავერის მოსახლეობას შეხვდა და „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები გააცნო. თამაზ ნავერიანმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.