logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: არ არსებობს პატარა შანსიც რაიმე მსგავსი სცენარის განხორციელების
- +

23 სექტემბერი. 2016. 19:10



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიგურირებენ და გარკვეულ არეულობაზე საუბრობენ.



მე არ ვიცი, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. რთულია კომენტარის გაკეთება, როდესაც ინფორმაციის ავთენტურობა არ არის დადასტურებული. თუმცა პირველად არ ხდება, როცა ამ ტიპის შეთქმულებებზე მიდის საუბარი. ჩვენ მოგვისმენია გარკვეული საუბრები, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა, ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოსაზრებები სადღაც მუსირებდეს, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს პატარა შანსიც რაიმე მსგავსი სცენარის განხორციელების. ვერანაირი რევოლუცია ქვეყანაში ვერ მოხდება. ჩვენ დემოკრატიული არჩევნების გზით გავივლით ამ პერიოდს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner