„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ფიქრობს, რომ პოლემიკის გაღრმავება საჭირო არ არის.
„პატივს ვცემთ რესპუბლიკურ პარტიას და ყველა სარჩევნო სუბიექტს, ვინც მონაწილეობს ამ არჩევნებში. განსაკუთრებით, ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებს კოალიციაში. მათ ვუსურვებთ წარმატებას ამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, თუმცა რაც შეეხება პოლემიკას, გვაქვს დღის წესრიგი საარჩევნო აგიტაციისას, მაგრამ არ მგონია, მნიშვნელოვანი იყოს ამ საარჩევნო სუბიექტთან პოლემიკის გაღრმავება. ისინი არ არიან ჩვენი კონკურენტები გამარჯვების კუთხით და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ კონკრეტული პოლემიკის გაღრმავება", - განაცხადა კობახიძემ.