logo_geo
eng_logo
ილია ჩაჩიბაია: გადავწყვიტე, ნათელაშვილზე ბევრი აღარ ვილაპარაკო
- +

23 სექტემბერი. 2016. 22:02

 

 


„რამდენიმე დღეში პოლიციას მივმართავ. ჟურნალისტის მოვალეობისთვის ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე აღძრან საქმე",- ამის შესახებ „რეპორტიორს" ჟურნალისტმა ილია ჩაციბაიამ განუცხადა.

 

როგორც ჩაციბაიამ განაცხადა, შალვა ნათელაშვილმა მას სოციალურ ქსელში შეურაცყოფა მიაყენა და ცილი დასწამა.

 

 

„შალვა ნათელაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენა. უხამს გინებას ჰქონდა ადგილი და ასევე ცილისწამებას. თავის გუნდთან ერთად ჩვენს ტელევიზიას სუს-ის აგენტად მოიხსენიებდა.

 


გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე ბევრი აღარ ვილაპარაკო. არჩევნებია მოახლოვებული და არ მინდა აღქმული იქნეს ისე, რომ წინასაარჩევნოდ გავაქტიურდი. არჩევნების შემდეგ ჩემი გეგმები მაქვს.

 


რამდენიმე დღეში პოლიციას მივმართავ. ჟურნალისტის მოვალეობისთვის ხელის შეშლის და მუქარის ფაქტზე აღძრან საქმე. ნათელაშვილის ქმედება მედიის წარმომადგენელზე პირდაპირი თავდასხმაა. მე ჩემს გადაცემაში ვის მოვიწვევ და ვის არა ეს შალვა ნათელაშვილის საქმე არ არის", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner