23 სექტემბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (03 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, მარიჯანის სკვერში პენსიონერებს შეხვდა.
ისინი დაინტერესდნენ პენსიების მომატების პერსპექტივით, ასევე ჯანდაცვის პროგრამით და სამომავლო ცვლილებებით. მაჟორიტარობის კანდიდატს პენსიონერებმა მხარდაჭერა აღუთქვეს და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.