ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრის ხოსე იგნაციო სანჩეს ამორის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში ვიზიტის შედეგებს დღეს შეაჯამებს.
„ჩვენ შევხვდით უამრავ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტს. მივიღეთ მკაფიო სურათი მისიის ჩასატარებლად, რადგან ჩვენმა მისიამ ახლახან დაიწყო მუშაობა. შაბათს ჩვენ გამოვაქვეყნებთ პრესრელიზს, სადაც გაკეთდება შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ პრობლემების შესახებ, გავეცანით მედიაგარემოსთან დაკავშირებულ სიტუაციას, დღეს შევხვდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. არჩევნების ჩატარების შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას", - განაცხადა ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ.