წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს.
„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინციდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას!" - აცხადებს მათეშვილი.