logo_geo
eng_logo
წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი თანამდებობას ტოვებს
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:23



წნორის რწმუნებული თამაზ მათეშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს.



მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინციდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას!" - აცხადებს მათეშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner