logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, დღეს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:31



ორგანიზაცია „მოქალაქის" ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" დღეს, 11.00 საათზე, ეკონომიკური ფორუმი  „ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები" გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია „მოქალაქის"  დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახსნის.



ფორუმზე ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელია მიწვეული.



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფორუმის შესახებ სამცხე-ჯავახეთში რეგიონში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.


 

ვისაც არ მოსწონს ჩემი ეკონომიკური შეფასება და მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი, ოპონენტებს, პარტიებს, ყველას, ვეპატიჟები 24 სექტემბერს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ჩემი თაოსნობით დაფუძნდა და 6 თუ 7 შეხვედრა უკვე გაიმართა. ძალიან გთხოვთ ყველა პარტიას, წარმოადგინოთ თქვენი სპეციალისტები, ვინც ეკონომიკა იცის, მეც დავესწრები ამ ფორუმს. მობრძანდით და შევაფასოთ ერთად, რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ ამ მიმართულებით და არ გაკეთდა. ვეპატიჟები ყველას, ოღონდ გამოგზავნეთ სპეცალისტები და არა დემაგოგები, რომლებიც ისაუბრებენ არგუმენტებით და ციფრებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner