logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოებას მთავრობის ეკონომიკური მიღწევების ანალიზი უჭირს
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:49



ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის მოწვევის მიზეზი არის ის რომ, საზოგადოებას მთავრობის ეკონომიკური მიღწევების ანალიზის გაკეთება უჭირს.



ფორუმის მოწვევის აზრი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკის ანალიზის გაკეთება. ამ ფორუმის პირველი დანიშნულება ეს გახლდათ. მეორე მთავარი გახლავთ ის, რომ იქნებ ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის. გავაანალიზოთ და მივუთითოთ ხელისუფლებას, რა შეცდომები დაუშვა, თუ ასეთი იყო.

ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს. ისინი თავს არიდებენ აქ მოსვლას, რამეთუ სათქმელი არ აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატეგია სწორია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner