logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო
- +

24 სექტემბერი. 2016. 12:24



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის" ინიციატივით გამართულ ფორუმზე „ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები"  გამოსვლისას განაცხადა, რომ შეიძლება გარკვეული კითხვები ჩნდებოდეს პირველ რიგში კანონმდებლობასთან დაკავშირებით.



მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, ისეთი, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე. შეიძლება გარკვეულწილად კითხვები ჩნდებოდეს პირველ რიგში კანონმდებლობასთან დაკავშირებით. შეიძლებოდა რაღაც კანონმდებლობა უფრო კარგად მოგვერგო ბიზნესზე. ალბათ ასეთი შენიშვნები გექნებათ, მაგრამ შენიშვნების დროს გთხოვთ, რომ პირობითი შეფასებაც გააკეთოთ. პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner