logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: იმედი მაქვს, „მშვიდობის მემორანდუმს“ ყველა პარტია მხარს დაუჭერს
- +

ავტორი ანა ფერაძე

24 სექტემბერი. 2016. 12:41



„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემოზე და „მშვიდობის მემორანდუმზე" ისაუბრა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.


„დღეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს თავს კარგად ართმევს. როცა მოსახლეობასთან შეხვედრები მაქვს, ვხედავ, რომ პროცესები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს", - აღნიშნა, ყაველაშვილმა.


მაჟორიტარობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ „მშვიდობის მემორანდუმს" ყველა პოლიტიკური პარტია ხელს მოაწერს.


„ერთ-ერთი პარტია, რომელიც აგრესიით გამოირჩევა და საზოგადოებას თავი აგრესიით დაამახსოვრა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა". ხშირად მათი ლექსიკა მძაფრ რეაქციას იწვევს. სწორედ ასეთი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური პარტიები „მშვიდობის მემორანდუმს" ხელს მოაწერენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავის აქტივისტებს უნდა მოუწოდოს მშვიდობისკენ. რათა 8 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner