logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოების გაჭირვებულ ნაწილს უჭირს შეაფასოს მთავრობის და გარდაქმნების როლი
- +

24 სექტემბერი. 2016. 12:42



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის„ ინიციატივით ჩატარებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძალიან ძნელია საზოგადოებას აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები, რაც მოხდა.



საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ, შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდანაციონალური მოძრაობის" დროს სამსაური, ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ" სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ ინდექსებს გადახედა და ეს რაოდენობა შეამცირა.



თქვენ ყველაზე კარგად გესმით, მთავრობის ბრალია, რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა, არა. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის შედეგი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner