logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სწორედ ისეთი მთავრობაა დღეს, როგორიც სჭირდება ბიზნესს
- +

24 სექტემბერი. 2016. 13:06



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის" ინიციატივით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ ისეთი მთავრობაა დღეს, როგორიც ბიზნესს სჭირდება.



ბიზნესმენები რა დღეში იყავით, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ყველანი ვცდილობდით და ვახერხებდით, ეს სირცხვილი არ იყო, რომ რაღაც ხაზი გვქონოდა ვიღაცასთან, რომ რამე არ მოგვსვლოდა. დღეს ასეთი ხაზები მოიძებნება მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობა ვაიძულოთ, რომ თქვენ ლობირება გაგიწიოთ სწორი მიმართულებით განვითარებაში. ამ მხრივ კვირიკაშვილი და მთელი მთავრობა მოწოდებულია და არ მგონია, ვინმეს რაიმე პრეტენზია გაგაჩნდეთ. სწორედ ისეთი მთავრობაა დღეს, როგორიც სჭირდება ბიზნესს. არ იფიქროთ, რომ თქვენს საკრიტიკოდ მოვედი. დღეს ბიზნესიც თავის სიტყვას ამბობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner