logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებისთვის ყველა ბიზნესმენი ფავორიტი უნდა იყოს
- +

24 სექტემბერი. 2016. 13:36



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმის მონაწილეებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰყავდეს ფავორიტი ბიზნესში.



ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის და უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მაქსიმალურად მოეხმაროს. ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესრულებული. სამართალდამცავი სტრუქტურები, გასაგებია, რომ დასახვეწია, თუმცა, ის არის თქვენს სამსახურში, ქვეყნის თავისუფლებაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფალი ქვეყნები.

 

საქართველო იყო ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიცხვში და ეს არ იყო შემთხვევით. იყო ელიტარული კორუფცია. კერძო საკუთრებაზე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ საკუთრად მიაჩნდათ თქვენი საკუთრება, ვისთანაც ვერ მოახერხეს და გადარჩით, ვერ გადარჩებოდით დღემდე. ამ ოთხ წელიწადში მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ დარჩებოდა თქვენგან. შიდა გაყოფებზე იქნებოდა დიდი ომი და არ ვიცი, ვინ გადარჩებოდით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფალი ქვეყნების რიგში მეჩვიდმეტე ადგილზეა მსოფლიოში და მეცხრეზე ევროპაში, რაც იმის საფუძველია, რომ ბიზნესი ვითარდება. 


მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მართლა მარტო საკრიტიკოდ და კითხვების დასასმელად კი არ მოვედი. ინვესტიციებზე აღარ ვსაუბრობ, აქ თქვენია ლომის წვლილი. კიდევ ერთ საერთაშორისო შეფასებას შეგახსენებთ, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში 137- ადგილზე ვიყავით 2012 წელს, დღეს კი ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებსაც კი, რომ მეც კი მერიდება, ამერიკასაც კი ვუსწრებთ, საფრანგეთს, ბელგიას, ირლანდიას, ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის.

 

არჩევნებამდე დარჩა ორი კვირა და მინდა, გკითხოთ, ახერხებთ და აფასებთ თქვენ სიტუაციას, როგორც მე წარმომიდგენია და, შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს ქმედებებს, რომ საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარ მეზობლებს, ახლობლებს მაინც ვუხსნით და მოვუწოდებთ?" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner