logo_geo
eng_logo
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ მოუწოდებენ
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:13



ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც შეჯამებულია საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ვიზიტის შედეგები, ნათქვამია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია და მოუწოდებენ ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ.



განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს.



მაშინ როცა შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საარჩევნო გარემოს პოლარიზება, აღნიშნული იყო ისიც, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს", - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner