„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მე-2 ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიძინა გეგიძე, მცხეთის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე, ყურადღება გაამახვილა განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმებზე. აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების განვითარება აუცილებელია ქვეყნისთვის,ბიძინა გეგიძემ ისაუბრა შეღავათებზე ბიზნესმენებისთვის, რაც განავითარებს ეკონიმიკას და დადებითად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე. პენსიონერებისთვის მოსახლეობას გააცნო პროგრამები „ცხოვრება გრძელდება" და „დაგროვების სისტემა",
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მჭიდრო და მუდმივი ურთიერთობა მოსახლეობასთან. მისი თქმით, ხარისხიანი და გრძელ ვადაზე ორიენტირებული უნდა იყოს ყველა გაკეთებული საქმე.
„ჩვენ ყველა უნდა ვენდოთ ერთმანეთს და ერთად უნდა დავდგეთ „ქართული ოცნების" გვერდით", - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.