ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ყველა ერთად შეთანხმდა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა, შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ვიყავი ძალიან გულწრფელი. საუბარი იყო პრობლემებზე. გარე შოკი დასახელდა ყველას მხრიდან. ყველა გამომსვლელი აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, რომელიც მიიღო საქართველომ, ყველაზე წარმატებულად საქართველოს ეკონომიკა განვითარდა სწორaდ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ შოკებში ნავთობის ფასის ვარდნა იყო ძირითადი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ფორუმის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ არა რეგიონული შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით დიდი ტემპებით გაიზრდებოდა.
„ამ რეგიონალური შოკის პირობებში საქართველოს ეკონომიკა იყო საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღად გამოიყურებოდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.