logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, მივიდეთ 8 ოქტომბერს არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:59



„მინდა გთხოვოთ ყველას, თითოეულ თქვენგანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მივიდეთ 8 ოქტომბერს და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედოფლისწყაროს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი შიოლაშვილის წარდგენისას განუცხადა.

 

„ჩვენ შევცვალეთ ის მძიმე რეალობა, რომელიც იყო ქვეყანაში 2012 წლამდე. დღეს უკვე, ისე როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კარგად განიხილოს ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარების და კარგი დაფიქრების შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდონ ქვეყნის მმართველობა ხვალ. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება ჰქვია და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რადგან ამ გუნდის გამარჯვება ნიშნავს საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას", - განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner