logo_geo
eng_logo
გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე რუსთავში უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

24 სექტემბერი. 2016. 17:28



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე ქალაქის უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


 როგორც შეხვედრაზე ითქვა, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია ხშირი ურთიერთობა პარლამენტარებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.


მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ამასთან, აღანიშნა, რომ ხელისუფლება სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

 

„მე რუსთაველი ვარ, ვცხოვრობ იმ ქალაქში, სადაც ჩემი მშობლები, შვილები, მეგობრები, ნათესავები, სადაც თქვენ ცხოვრობთ და ეს ჩემთვის დამატებითი მორალური ვალდებულებაა, რომ 4 წლის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთო ქალაქისთვის", - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.


მისივე თქმით, რუსთავის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის გამოცდილების გამოყენება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner