logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარი პროკურორი ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა
- +

24 სექტემბერი. 2016. 17:38



საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი. 



ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობაზე, რაზეც მთავარმა პროკურორმა სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის  მზაობა გამოხატეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner