logo_geo
eng_logo
ბიძინა გუჯაბიძე: ნინო წილოსანი იქნება საუკეთესო პარლამენტარი
- +

24 სექტემბერი. 2016. 17:39


 

„ჩემო ლანჩხუთელებო, გარწმუნებთ, რომ დღეს გვყავს ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორც აქამდე ლანჩხუთს არ ჰყოლია. ნინო წილოსანი იქნება საუკეთესო პარლამენტარი", - ამის შესახებ მოქმედმა პარლამენტარმა და ლანჩხუთის ყოფილმა მაჟორიტარმა ბიძინა გუჯაბიძემ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო წილოსანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


დღეს წილოსანი ქალაქ ლანჩხუთის ოთხივე უბანში შეხვდა მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

 

„მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მასწავლიდნენ, რომ შენი სოფლელი, შენი კუთხის შვილი არის შენი ოჯახის წევრი და ასევე მასწავლიდნენ მის გვერდში დგომას. სწორედ ახლა, 34 წლის ასაკში ჩემს თავში აღმოვაჩინე ძალა, რომ ვემსახურო ჩემს საყვარელ ხალხს, ჩემს გურულებს. ჩემი ერთადერთი მოტივაციაა, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი გავაკეთო, რომ თქვენი გასაჭირი გახდეს ჩემი გასაჭირი, თქვენი პრობლემა გახდეს ჩემი პრობლემა და გპირდებით, როგორც საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ვიბრძოლებ, ისე ვიბრძოლებ თქვენთვის", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner