logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან დაიწყება პოზიტიური ცვლილებები
- +

24 სექტემბერი. 2016. 17:40



გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გურჯაანელ მოსახლეობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩემო გურჯანელებო, ბატონო პრემიერო, ბატონებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. ყოველ ნაბიჯზე, ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. დღეს კიდევ ერთხელ, თქვენ მოისმინეთ ის გეგმები, ის დაპირება, რაც უნდა განხორციელდეს 4 წლის განმავლობაში გურჯაანში და მთელ საქართველოში. „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, სწრაფი განვითარება, რომელიც გურჯაანს კეთილდღეობამდე მიიყვანს. ამიტომ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ამიტომ, კანონზომიერია ჩვენი წინსვლა და საქართველოს განვითარება. ამიტომ, გურჯაანი ირჩევს „ქართულ ოცნებას". მე გურჯაანელების იმედი მაქვს, ისევე, როგორც თქვენ გეიმედებით. მე მჯერა თქვენი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - დასძინა დავით სონღულაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner