logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ჩვენ ვირჩევთ "ქართულ ოცნებას" რესპუბლიკელების გარეშე!
- +

25 სექტემბერი. 2016. 03:53



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით უსუფაშვილის წერილს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და წერს:

 

„ეს წრილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რამდენად მნიშვნლოვანია  ბიძინა ივანიშვილისთვის  მოქალაქეების და "ქართული ოცნების" მხარდამჭერების განწყობები და შეხედულებები კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების მიმართ!

და აი რატომ:

ეს წერილი ისეთივე შანტაჟის და ზეწოლის ენითაა დაწერილი,როგორი ენითაც  ათწლეულებია საუბრობენ რესპუბლიკელები.

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა კოალიციის შიგნით უპირატესი პოზიციის დაკავების და სახელისუფლებო ბერკეტების ხელში ჩაგდების. ამონარიდი წერილიდან :-" კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკური პარტია",

ეს წერილი არის ხალხის და ქვეყნის სახელით, საქართველოს სტაბილურობის სახელით ვჭრობის უტყუარი  ფაქტი. სხვათაშორის, იმ ხალხის და ინ ქვეყნის, სადაც ბატონი უსუფაშვილის პარტიას ძალზედ დაბალი რეიტინგი და პრაქტიკულად ნულის ტოლი მხარდაჭერა აქვს!

ეს წერილი ასევე ადასტურებს ბატონი უსუფაშვილის "პროგნოზების" არ თუ ვერ გამართლებას, რადგან არანაირი დაძაბულობა და არეულობა კოალიციიდან მათ გასვლას არ მოყოლია. უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებას" უამრავი მხარდამჭერი დაუბრუნდა და წინასაარჩევნო მზადებაც ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს!!!

თუმცა, ერთ ფაქტს ვერ ვუარყოფთ, რესპუბლიკური პარტია ნამდილად ვერ გადალახავს ბარიერს!  ვერც ბატონ უსუფაშვილს ვიხილავთ მომავალ პარლამენტში! ......  და ეს ნამდვილად  არ იქნება  ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი! 

წინ არჩევნებია!  

ჩვენ ვირჩევთ "ქართულ ოცნებას" რესპუბლიკელების გარეშე!",-წერს ხოფერია.

 

 

http://gurianews.com/_/left_wide/42389_66_ka/amis_moTmenas_aRar_vapireb_usufaSvili_ivaniSvilisa_da__kvirikaSvilisadmi_2016_wlis_11_marts_gagzavnil_werils_asajaroebs.html


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner