logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობას შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2016. 11:36



24 სექტემბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (03 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, ნუცუბიძის პლატოზე მოსახლეობას შეხვდა.


მოსახლეობასთან შეხვედრისას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე და საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პენსიონერებისთვის დაგეგმილ „დაგროვების სისტემაზე" და სამუშაო ადგილების ზრდაზე, სტატისტიკა მოიშველია და ისაუბრა ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე.


ზაზა ხუციშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ მთავარი ძალაუფლება არჩევნების დღეს მათ ხელშია და მოუწოდა რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესებში.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner