logo_geo
eng_logo
„კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას“
- +

26 სექტემბერი. 2016. 13:08



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „თავისუფალი ზონის" წევრების დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებისთვის ემზადება.


„თავისუფალი ზონის" წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში. ძალიან კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც" აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით „ნაციონალურ მოძრაობაში" არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მიხეილ სააკაშვიილის ხელმძღვანელობით ოდესიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


„მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა" სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად",
 - ეს განცხადება „კვირას" პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის" წევრებმა გააკეთეს.



ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას" ტოვებენ, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.

 


„მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა „კვირას" პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის" წევრებთან ერთად.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner