logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ღარიბაშვილს აქვს პოტენციალი, პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს პრეზიდენტის რანგში
- +

26 სექტემბერი. 2016. 15:06



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს შესაძლებლობა და რესურსი, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.



ბატონი ბიძინას მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაც და მისი გადადგომის შემდეგაც მხოლოდ დადებითი მსმენია. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რომ შესაძლოა, ის ვიხილოთ კანდიდატად, ჩემთვის, როგორც ამ გუნდში თანამებრძოლისთვის, რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლის, მისი გადადგომის შემდეგ საზოგადოების ძალიან დიდი ნდობა და სიყვარული გაჰყვა. ამ თემაზე საუბრები და განხილვა არ მსმენია, მაგრამ გამოვდივარ იმ შეფასებებიდან, რომელსაც ბატონი ბიძინა აკეთებდა და აკეთებს... ირაკლი არის საკმაოდ ახალგაზრდა და უკვე გამოცდილი პოლიტიკოსი. მაქვს აქვს შესაძლებლობა და რესურსი, საპრეზიდენტო არევნებში მიიღოს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილს აქვს პოტენციალი, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს ამ რანგში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner